1. პროექტის სახელწოდება: მე–4 კლასის მოსწავლეთა დამოკიდებულება წიგნთან.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გამოიკვლიონ, უყვართ თუ არა მე–4 კლასელებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა და რა ჟანრის ნაწარმოებებს კითხულობენ?
3. პროექტის აქტუალობა: ამ ასაკის ბავშვებში იგრძნობა წიგნებისადმი გულგრილობა, რაც შემდეგში მოქმედებს მათ მეტყველებაზე. ასე, რომ ეს პროექტი ნამდვილად აქტუალურია და საჭიროებს გამოკვლევას.
4. პროექტის მიზნები: გამოიმუშავონ კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები; ისწავლონ ინტერვიუების აღება, კვლევის შეჯამება და წარმოდგენა/პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე.
5. მონაწილეთა ასაკი: 9–10 წლის მოსწავლეები.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: აკეთებენ ჩანაწერებს, ქმნიან ბუკლეტებს, სადაც აგროვებენ ლექსებს, ანდაზებს, სურათებს.
8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ა)დღეების განაწილება; ბ)ინტერვიუ მე–4 კლასელებთან; გ)ინტერვიუ ბიბლიოთეკართან; დ)ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება.
9. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი, ჟურნალ–გაზეთები, რვეული, კალამი.
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ ენასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ამ ასაკში მოსწავლეს უნდა გამოუმუშავდეს კარგი კითხვის ტექნიკა.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მასწავლებელი – ლიანა ბარამიძე.
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
Комментариев нет:
Отправить комментарий